დონალდ ტამპი აშშ-ის ისტორიაში მესამე პრეზიდენტია, ვისაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. შედეგად სენატი შეუდგება სასამართლო პროცესს და გადაწყვეტენ დარჩება თუ არა იგი თანამდებობაზე. ამის შესახება BBC იუწყება.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს კონგრესმენებმა ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.
დემოკრატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი, ხოლო რესპუბლიკელები იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ხმები ასე გადანაწილდა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება 230 – 197-ის წინააღმდეგ, ხოლო კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლა 230 – 198-ის წინააღმდეგ.
""რესპუბლიკური პარტია" არასოდეს ყოფილა ასეთი შეურაცხყოფილი, თუმცა ერთიანი, როგორიც ახლაა. ვაუ, ვაუ, თითქმის 200. არცერთი რესპუბლიკელის ხმა არ დაგვიკარგავს, სამმა დემოკრატმა კი ჩვენს სასარგებლოდ მისცა ხმა,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმეტზე გამართული კენჭისყრის შედეგების კომენტირებისას მიჩიგანში, მის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის არის პირველი ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა იმპიჩმენტი გამოუცხადეს. „დემოკრატებმა იმპიჩმენტი გააუფასურეს,“- დასძინა ტრამპმა.
10 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალდებები წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი ენდრიუ ჯონსონისა და ბილ კლინტონის შემდეგ აშშ-ის მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა. პირველ 2 შემთხვევაში, ჯონსონი და კლინტონი პოსტებზე დარჩნენ.