წლებია ვიცი, რომ ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს.
„წლებია ვიცი, რომ ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ჩვენ ევროკავშირის წევრები“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში რუსთაველზე მასშტაბური აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.