World Travel Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზე საქართველოს ხუთი ეროვნული პარკია ნომინირებული. 2020 წლის, დაჯილდოვებაზე წარმატების შანსი აქვთ:
-ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
-კოლხეთის ეროვნული პარკი
-ლაგოდეხის ეროვნული პარკი
-მტირალას ეროვნული პარკი
-ყაზბეგის ეროვნული პარკი
World Travel Awards ტურიზმის სექტორში ცნობილი, ფართომასშტაბიანი, ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელზეც გამარჯვებულების გამოვლენა ხმის მიცემით ხდება. რჩეული პარკისთვის ხმის მიცემა World Travel Awards-ის ოფიციალურ საიტზე 2 მარტიდან დაიწყო და 10 მაისს დასრულდება. გამარჯვებულები კი 20 ივნისს დასახელდებიან.
როგორ შეგვიძლია ხმის მიცემა ამასთან დაკავშირებით ვიდეო ტუტორიალი საქართველოს ეროვნული პარკების Youtube-ე გვერდზე გამოქვეყნდა :https://www.youtube.com/watch?v=X9qsGqRHe7M&feature=youtu.be
ხმის მისაცემად უნდა დარეგისტრირდეთ: https://www.worldtravelawards.com/vote-r8-c73#votenow