მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელს შევუწყობთ ე.წ მწვანე ენერგეტიკის განვითარებას - უკრაინის პრემიერი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

60b8981892818
ინგა მურუსიძე
03.06.21 12:47
662
ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შედგა შეთანხმება, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ მწვანე ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის განვითარებას.

„მოლაპარაკებების დროს, პრემიერ-მინისტრთან გამოვხატე დაინტერესება საინვესტიციო თანამშრომლობის უფრო აქტიური განვითარების კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, ასევე ერთობლივი საწარმოების განვითარებაზე და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესზე. ორივე ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფო კერძო პარტნიორობის პროექტების დანერგვის მიმართულება, კერძოდ, საზღვაო სექტორში ავიაციაში და საგზაო სფეროში.

ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება. შევთანხმდით, რომ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ე.წ მწვანე ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის განვითარებას. ამას ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების მემორანდუმი ჩვენს პროფილურ უწყებებს შორის. ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი ერთობლივი მიდგომების შემუშავებისთვის, რომლებიც მიმართულია აღდგენითი ენერგიის ბაზრების განვითარებაზე.

მზად ვართ, რომ განვიხილოთ ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სუამის ფარგლებში, სადაც ჩვენ გვავს მსგავსი პოზიციები და მიდგომები ამ ორგანიზაციების შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები