სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა გიგანტმა Xiaomi-იმ ელექტრონული ავტომობილების საწარმო ოფიციალურად დაარეგისტრირა. როგორც კომპანია აცხადებს კომპანიის ახალი მიმართულება „მდგრადი განვითარების ფაზაში შედის“. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სმარტფონების მწარმოებელი გიგანტი აღნიშნული მიმართულებით 1.55 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას განიხილავს, ხოლო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე 10 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს.
კომპანია აცხადებს, რომ Xiaomi-ის ელექტრონული ავტომობილების საწარმოს ამ ეტაპზე უკვე ჰყავს 300-მდე თანამშრომელი, ხოლო ახალ ბიზნესს კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლეი ჯანი უხელმძღვანელებს.
გამოცემა წერს, რომ Xiaomi-ს ახალი ინიციატივის ფარგლებში კონკურენციის გაწევა ელექტრომობილების ისეთი ცნობილი მწარმოებლებისათვის მოუწევს, როგორიც Tesla, ჩინური Nio და Xpeng-ია.
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების ფონზე ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე Xiaomi-ის აქციებზე ფასი 1.4%-ით გაიზარდა.