მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხიდურელმა მინისტრთან ერთად "ნესტლესთან" ონლაინ შეხვედრა გამართა

5eedbfada07bc
BM.GE
19.06.20 22:16
1234
"ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში, რომ ვიყოთ პირველები, ვინც მსოფლიო ეკონომიკური გადალაგების პროცესში გლობალურ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის გაფართოებას შეთავაზებს" - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა უმსხვილეს კომპანია "ნესტლესთან" ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა "ნოკიას" შემდეგ, ონლაინ შეხვედრა გლობალური კორპორაცია „ნესტლეს“ ევრაზიაში რეგიონულ დირექტორ მარსიალ როლანთან და რეგიონულ მენეჯერებთან გამართეს.

შეხვედრები სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, ინვესტიციების მოზიდვის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები