"ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ <ორნიშნა> ინფლაციის სახით, ჩვენი მოსახლეობა იხდის თუნდაც დედოლარიზაციის პოლიტიკის საფასურს?", - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს.
სებ-ის პრეზიდენტმა დეპუტატებს 2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ამ წუთებში მათ კითხვებს ისმენს.
„უკვე 23 კვარტალია, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხართ, 16 კვარტალია, რაც ტარგეტირებული/მიზნობრივი ინფლაცია და ინფლაცია ასცდა ერთმანეთს.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის ზოგადად პოლიტიკის ბრალი და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ინფლაციის სახით ჩვენი მოსახლეობა იხდის თუნდაც დედოლარიზაციის პოლიტიკის საფასურს? ხომ არ გაღარიბდა ამის შედეგად ჩვენი მოსახლეობა?“, - მიმართა დავით სონღულაშვილმა კობა გვენეტაძეს.