მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

649de1a8b2964
BM.GE
29.06.23 23:45
397
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხვალ, 30 ივნისს, საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ვიზიტით ეწვევა.

"ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან,ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს,ირაკლი ღარიბაშვილს.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები