მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან, მეორე ჯგუფის რეცეპტები ქაღალდზე აღარ გამოიწერება - სამინისტრო

621cc16d7e402
ინგა მურუსიძე
28.02.22 16:41
435
ხვალიდან, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რეცეპტის გამოწერა, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ მოხდება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გაცემას 2014 წლიდან ექვემდებარება. აქამდე დოკუმენტი იწარმოებოდა როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონული სახით. აღნიშნული ცვლილების მიზანი ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობა და მედიკამენტების ფასების შემცირებაა.

"გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვისას მოქმედებს გამონაკლისი და პრეპარატების გაცემა ხდება რეცეპტის გარეშე. ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, მომდევნო ეტაპზე, მედიკამენტების გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება.

აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფაა, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასების დაწესებას განაპირობებს და პოლიფარმაციის ანუ წამლების ჭარბად დანიშვნის კონტროლს გაამკაცრებს", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები