მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Yandex Go: „საქართველოში მომსახურებას ახორციელებს ჰოლანდიური კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს“

64b00b4bd2aaa
BM.GE
13.07.23 18:55
900
Yandex Go bm.ge-ზე განთავსებულ მასალასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. გამოცემა Meduza-ზე დაყრდნობით bm.ge წერდა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) მისცემს 24-საათიან დისტანციურ წვდომას ტაქსის პროვაიდერების მონაცემთა ბაზებზე.

როგორც Yandex Go -ის პრესსამსახურში განმარტავენ, აღნიშნული სიახლე, ისევე როგორც განკარგულება ეხება მხოლოდ რუსულ სერვისებს, Yandex Go-ის სერვისი საქართველოში კი იმართება ჰოლანდიური კომპანია Ridetech interntional BV-ის მიერ.

„სერვისი Yandex Go საქართველოში და სხვა ქვეყნებში იმართება უცხოური იურდიული პირების მიერ. საქართველოში ეს არის ჰოლანდიური კომპანია Ridetech International BV, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის კანონმდებლობის ნორმებს და სტანდარტებს, მათ შორის რეგლამეტს, რომელიც ეხება პირადი მონაცემების დაცვას (GDPR).

რუსეთის ფარგლებს გარეთ, სერვისის მუშაობასთან დაკავშირებით მონაცემები შეიძლება იყოს მოთხოვნილი მხოლოდ უცხოური იურიდიული პირისადმი ოფიციალური მიმართვის საშუალებით, დადგენილი საერთაშორისო მექანიზმებისა და პროცედურების ფარგლებში.

ჩვენს კომპანიას აქვს უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი სტანდარტები, რასაც ადასტურებს საერთაშორისო საჯარო ანგარიში SOC2/3”,-აცხადებენ Yandex Go-ის პრესსამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები