მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი შავი ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 2 ტანკერის შეძენას გეგმავს

ტანკერი

ყაზახეთი შავი ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 2 ტანკერის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის ვიცე-მინისტრმა ერლან აკენჟენოვმა Bloomberg-ს განუცხადა.

მისი თქმით, „ყაზმუნაიგაზმა“ უკვე შეიძინა 2 ტანკერი კასპიის ზღვის გავლით ნავთობის გადასატანად და კიდევ ორის შეძენას შავ ზღვაზე სამოძრაოდ გეგმავს.  შეძენილი  თითო ტანკერის მაქსიმალური ტვირთამწეობა 8000 ტონაა. ღირებულება -  15 მლნ დოლარი. 

ერლან აკენჟენოვი ამბობს, რომ ოფიციალური ასტანა ნავთობის ექსპორტირების ალტერნატიულ გზებს ეძებს, თუმცა ამ ეტაპზე, მილსადენით ნოვოროსიისკის პორტში ნავთობის გადატვირთვა კვლავ ყველაზე მოგებიან მიმართულებად რჩება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახური ნავთობის გადაზიდვა უკვე ხორციელდება საქართველოს გავლით, მათ შორის, ბათუმის პორტიდან. ასევე ნაწილის ტრანსპორტირება ხდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით.

ერლან აკენჟენოვის თქმით, წელს ყაზახეთმა,  კასპიის ზღვისა და  ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენის გავლით, 300 ათასი ტონა ნავთობი  უკვე გაიტანა ექსპორტზე. მთლიანობაში, წელს ამ მარშრუტის გამოყენებით 1.5 მლნ ტონის გატანაა დაგეგმილი.

ახალი ტანკერები კასპიის ზღვაზე ოპერირებას შემოდგომიდან დაიწყებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები