ყაზბეგში, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში ტურისტული ბილიკების მოწყობაზე 27 მილიონი დაიხარჯება
BM.GE
28.08.22 13:11
• 1123
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყაზბეგის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ბილიკების მოწყობისა და ტურისტული კოტეჯების დადგმისთვის 27-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობას მსოფლიო ბანკი რეგიონული განვითარების მესამე პროექტით აფინანსებს.
"პროექტის ძირითადი მიზანია ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის მდგრადი ვიზიტორთა ბილიკებისა და მთის ქოხების განვითარება. ჯუთა - ომალოს ბილიკების ქსელი მოიცავს კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევს, მცხეთამთიანეთის რეგიონს, დუშეთის მიუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთ კავკასიონზე თუშეთის ქვაბულს. ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 900 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი ზღ.დ-დან 3431მ-ია.
საფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ხიდები - მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქსაფეხმავლო მარშრუტზე, საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით, შემდეგი ობიექტების განთავსებაა გათვალისწინებული: ხიდები, მოაჯირები და კლდის საფეხურები. ხიდები - მარშრუტზე სხვადასხვა სიგრძის (4-დან 16-მეტრამდე) ხიდების დროებითი და სტანდარტული კონსტრუქციებია გათვალისწინებული. ასევე იგეგმება ლოდებით მოწყობილი ფონური ხიდების განთავსება.
პროექტით გათვალისწინებულია ღამის სათევი ქოხების მოწყობა 7 ლოკაციაზე:
• აბუდელაური - ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია. • ზედა ტანიე- ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტოტია. • არხოტის თავი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია. • დათვისჯვარი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია. • ქვედა ტანიე - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია. • ხიდოტანი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია. • ქვახიდი - თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია,”- ნათქვამია დოკუმენტში.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს 2017 წლის შემდგომ მინიმუმ 13.5 მილიონი ლარის ღირებულების მსგავსი სირთულის კონტრაქტის შესრულების გამოცდილება.