მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა მიმართულებით გვაქვს ვაკანსია, კადრების ასეთი დეფიციტი არასოდეს ყოფილა“ – „ზედაზენი“

63a440fd14b54
ლიკა მეგუთნიშვილი
22.12.22 17:33
8146
„კადრების დეფიციტი დღეს ქართული ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაა“ - ამის შესახებ BMG-სთან კომპანია "ზედაზენის" გენერალურმა დირექტორმა, კახა კოტრიკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესისთვის კადრების დეფიციტი ისეთი დიდი პრობლემა, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა.

„დეფიციტი არის როგორც კვალიფიციური კადრების, ასევე მუშახელის. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ასეთი დეფიციტი და ასეთი პრობლემა არასოდეს ყოფილა. ვფიქრობ, ეს დეფიციტი კვლავ გაგრძელდება, ამიტომ ამ მიმართულებით რაღაც ერთობლივი გადაწყვეტილებაა მისაღები, როგორ დავიტოვოთ ქვეყანაში როგორც კვალიფიციური კადრები, ასევე მუშახელი“, - აცხადებს კახა კოტრიკაძე.

„ზედაზენის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით ვაკანსია აქვს გამოცხადებული და თანამშრომლებს ეძებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები