მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩინეთს  ეკონომიკურად კიდევ უფრო დავუახლოვდეთ - კალაძე

კახა კალაძე: პოლიცია დაიცავს ყველას, იქნება რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ამერიკის მოქალაქე
BM. GE
12.09.23 15:44
5

ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი და ნათელია, თუ რამდენად ძლიერი ქვეყანაა ჩინეთი ეკონომიკურად. შესაბამისად, ყველა ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს მეგობრული და კარგი სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე - გადის თუ არა საქართველო ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხში რუსეთის გზას, კახა კალაძემ უპასუხა, რომ საქართველო გადის მხოლოდ და მხოლოდ იმ გზას, რასაც ცივილიზებული მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იყენებს.

„როგორ გეკადრებათ? ნახეთ სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე, სხვადასხვა მისწრაფებები ქვეყნების მხრიდან. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩინეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ; კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მას ეკონომიკურად, სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით; კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია წამოვიღოთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, მეტი დოვლათი შემოვიდეს ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ჩინეთიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის პირობები ცნობილია - დადგენილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები