მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის სეზონზე ტაშკენტის მიმართულებით Centrum Air-ც იფრენს

64550d099dc0f
BM.GE
05.05.23 18:06
402
საქართველოსა და უზბეკეთს შორის ავიამიმოსვლის სიხშირე გაიზრდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Uzbekistan Airways-ის შემდეგ, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა, ტაშკენტი - თბილისი - ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია Centrum Air-ი იწყებს.

მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები 13 მაისიდან, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Centrum Air-ს ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე (2023 წლის აგვისტოს ბოლომდე) დააკმაყოფილა.

ამ ეტაპზე საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები