მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

64914811df880
BM.GE
20.06.23 10:28
718
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტრის (კმ17-კმ27) მონაკვეთზე, 21 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, დაგეგმილია პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარება. სამუშაოები, ძირითადად, ღამის საათებში, 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ჩატარდება.

ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთზე, გზის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარზე გაჩენილია მრავლობითი ბზარები, აღინიშნება დეფორმაციები, ხშირია ორმოების გაჩენის შემთხვევები, რის გამოც გზაზე გადაადგილება არაკომფორტულია.

დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისა და გზაზე უსაფრთხო და კომფორტული მოძრაობის უზრუნველსაყოფად, ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. აღდგება გზის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარის ფენა, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, განთავსდება მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებები, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა, მოეწყობა ახალი მიმმართველი ბოძკინტები და სხვა.

პირველ ეტაპზე, სამუშაოების ჩატარდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მარჯვენა მიმართულებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები