მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

5e4254bfa4737
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.20 11:18
3356
პარლამენტიდან წასული ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სახელმწიფოს კუთვნილი თბოსადგურის - შპს "გარდაბნის თბოსადგურის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია BMG-ს თბოსადგურის მფლობელ ორგანიზაცია - "ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" (GOGC) დაუდასტურეს. 

ამასთანავე, GOGC-ში ამბობენ, რომ დირექტორის მოადგილის პოსტზე ქუცნაშვილი კონკურსის გარეშე დაინიშნა. 

თავად ზაქარია ქუცნაშვილი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ ის საჯარო მოხელე აღარაა და არაა ანგარიშვალდებული, უპასუხოს მის ახალ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

"კერძო სამართლის იურიდიული პირი გახლავთ გარდაბნის თბოსადგური, თავი დამანებეთ. კერძო სამართლის იურიდიული პირია, არავითარი კანონი არ მავალდებულებს რომ კომენტარი მოგცეთ", - ამბობს ქუცნაშვილი. 

შპს "გარდაბნის თბოსადგური" გარდაბანში მდებარე კომბინირებული ციკლის თბოსადგურს მართავს. მისი მფლობელები 49.092%-იანი წილით სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – "საპარტნიორო ფონდი" და 50.908%-იანი წილით "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" არიან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები