მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ციკოლია: სამწუხაროდ, მივჩანჩალებთ

60168b2702877
ლიკა გურაბანიძე
01.02.21 00:10
1677
ქართველი სამრეწველო დიზაინერის ზვიად ციკოლიას პროდუქციის გაყიდვები საექსპორტო ბაზრებზე გართულებული ლოგისტიკის და საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი პრობლემების გამო, 2019-თან შედარებით, 2020 წელს შემცირდა, თუმცა როგორც მან bm.ge-ისთან საუბრისას აღნიშნა, განსხვავებით საექსპორტო ბაზრებისა, კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე განვითარება სტაბილურად განაგრძო და2019 წელთან შედარებით, შარშან გაყიდვებში დაახლოებით, 100%-იანი ზრდა ჰქონდა.

“ფოკუსირება ადგილობრივ ბაზარზე გავაკეთეთ; აწყობილი ბიზნეს სტრუქტურა სრულად შევცვალეთ. პანდემიას მოვერგეთ და ონლაინ გაყიდვები განვავითარეთ, რამაც გაყიდვების ზრდა გამოიწვია.

რაც შეეხება 2021 წლის მოლოდინებს, გაყიდვების ზრდას ველი, თუმცა წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია. ყველაფერი დინამიურად იცვლება და საქართველოც დანარჩენ მსოფლიოზეა ჩამოკიდებული. ამას ემატება ისიც, რომ სამწუხაროდ, მივჩანჩალებთ, რადგან ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რაც ბიზნესს ურტყამს", - აღნიშნა ციკოლიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები