მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ბოლო ეტაპზეა – დავით ფერაძე

61c7442abf4e9
დავით ჯალაღონია
25.12.21 20:30
1149
"საქართველოს რკინიგზამ" მოდერნიზაციის პროექტი 2011 წელს დაიწყო. სამუშაოების 86% 2019 წელს დასრულდა.

როგორც Forbes Talks-თან ინტერვიუში რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე განმარტავს, სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.

"რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 250 მილიონი აშშ დოლარი ჯდება. ეს საკმაოდ მასშტაბურ და რეგიონში საკმაოდ დიდ პროექტად ითვლება.

ჩვენი სარკინიგზო მაგისტრალის უღელტეხილის მონაკვეთი იყო ვიწრო ყელიანი და კომპანიამ 2012 წელს დაიწყო ეს პროექტი. პროექტის მთავარი არსი რა არის? – გამტარუნარიანობის გაზრდა 27-დან დაახლოებით 40-50 მლნ ტონამდე და უკვე ბოლო ეტაპზე ვართ მოდერნიზაციის პროექტის მიმართულებით. ამით რა თქმა უნდა გაიზრდება უსაფრთხოების სტანდარტები, შემცირდება მიმოსვლის დრო და რა თქმა უნდა, შემცირდება საოპერაციო ხარჯები დაახლოებით 10-15%–ით", – განმარტა დავით ფერაძემ.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ძირითადი მახასიათებლებია: ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სიგრძეა 38 კმ, არსებული სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია კი – 23 კმ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტზე სამუშაოების დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები