მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ “მეგადორსს” გამწვანების პროექტი დაუმტკიცა, დარჩა მშენებლობის ნებართვა

61a0fae5a0b39
მარიამ ვარადაშვილი
26.11.21 19:40
1651
თბილისის მერიამ კომპანია “მეგადორსს” ახალი საწარმოსთვის გამწვანების პროექტი დაუმტკიცა. როგორც “მეგადორსის” დირექტორმა რაულ გაბაიძემ BMG-ის უთხრა, მერიას უკვე მშენებლობის ნებართვის თხოვნით მიმართეს, რომელზეც პასუხი რამდენიმე დღეში უნდა იყოს.



საქმე ის არის, რომ ერთი კვირის წინ BMG-ს გადაცემა "ანალიტიკამ" მოამზადა სიუჟეტი, სადაც "მეგადორსის" დამფუძნებელი ავეჯის ახალი კომბინირებული საწარმოს და შოუ რუმის აშენების შემაფერხებელ მიზეზებზე საუბრობდა. მეწარმის პრეტენზიების მთავარი ადრესატი თბილისის მერია იყო. რაულ გაბაიძე ყვებოდა, რომ თითქმის 10 თვის განმავლობაში თბილისის მერიისგან ყველა საჭირო ნებართვის მიღება ვერ მოახერხა, რაც დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 10-15 ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას აფერხებდა.



აღსანიშნია ისიც, რომ “მეგადორსი” სახელმწიფო პროგრამის - “აწარმოე საქართველოშის” ბენეფიციარია. პროგრამის ფარგლებში აღებული 6 მლნ ლარამდე სესხის მეორე ნაწილი სწორედ ახალი საწარმოს და შოურუმის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე არ იცის აითვისებს თუ არა კრედიტის დარჩენილ ნაწილს, რადგან პროგრამის პირობების თანახმად, საააგენტო მეწარმეს სესხის პროცენტს მისი დამტკიცებიდან 3 წელი უსუბსიდირებს.

„ჩვენთვის სესხის დამტკიცებიდან უკვე 1.5 წელი გადის; ახლა თბილისის მერიამ საწარმოს და შოურუმის მშენებლობის ნებართვაც რომ მომცეს, გამიჭირდება ვალდებულების შესრულება, ამიტომ უკვე მივმართე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რათა სესხის პროცენტის სუბსიდირების ათვლა დაიწყოს მხოლოდ მას მერე, როცა მერიისგან მშენებლობის ნებართვა მექნება”, - აცხადებდა რაულ გაბაიძემ რამდენიმე დღის წინ bm.ge-სთან.

თავის მხრივ, სსიპ "აწარმოე საქართველოში" BMG-ს უთხრეს, რომ "მეგადორსს" მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ. 

"მეგადორსი“ ბაზარზე 2017 წელს სამთავრობო პროგრამის მხარდაჭერით, 3 მლნ ლარამდე ინვესტიციით შეიქმნა. მაშინ კომპანიას ქონების ეროვნული სააგენტოსგან თბილისში 5 184 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა. 2020 წელს კომპანიამ წარმოების გაფართოება გადაწყვიტა და ამ მიზნით, ისევ „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი კომპონენტით 4.8 მლნ ლარამდე სესხი აიღო და ჯამში, 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია უნდა ჩაედო - თანხის ნაწილი, დაახლოებით, 50% უკვე აითვისა, რითაც წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა, მეორე ნაწილით კი საწარმოს გაფართოებას და ახალი შოურუმის მოწყობას გეგმავდა.

ვრცლად ამ საკითხზე წაიკითხეთ აქ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები