მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 შესაძლო მიზეზი, რატომაც მოქალაქეებს ელექტროენერგიის მაღალი გადასახადი მიუვიდათ - „თელმიკო“

61f7c3225ece1
ინგა მურუსიძე
31.01.22 15:23
2989
მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი სოციალურ ქსელში წერს, რომ იანვარში „ელექტროენერგიის არაადეკვატურად მაღალი გადასახადი“ მიიღეს. აბონენტების წუხილზე bm.ge კომპანია „თელმიკოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ესაუბრა. ნინო ბენდელიანი სამ შესაძლო მიზეზე საუბრობს და ამავე დროს, კომპანიის სახელით მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი კითხვის ნიშნის შემთხვევაში, მიმართონ „თელმიკოს“ და ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად შეისწავლიან.

„პირველი მიზეზი შეიძლება იყოს „თელასის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად აღებული ჩვენება ანუ დათვლა. ჩვენებებს იღებს კომპანია „თელასი“ და გადმოგვცემს ჩვენ; კანონით არ გვაქვს უფლება, რომ მას არ დავეყრდნოთ. ძალიან ვწუხვართ, რომ ხშირია ასეთი პრაქტიკა. მზად ვართ, დავეხმაროთ მომხმარებელს. მათ შეუძლიათ, მოგვმართონ ნებისმიერი არხის მეშვეობით სოციალურ ქსელში, ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონზე დაგვირეკონ და ჩვენ დავეხმარებით, გადავამოწმებთ ჩვენებას და ა.შ.

მეორე ფაქტორი შესაძლოა იყოს ის, რომ მიმდინარე თვიდან ელექტროენერგიის გადასახადი სუბსიდირდება მხოლოდ გარკვეული სოციალური ჯგუფისთვის. მოგეხსენებათ, გასულ წელს გაიზარდა ტარიფი და სახელმწიფო მთელი 2021 წლის განმავლობაში ასუბსიდირებდა ფასნამატს, მაგრამ ეს სუბსიდია დასრულდა და 2022 წლის იანვრიდან უკვე მოქალაქეებს მიუვიდათ გადასახადი, რომელიც სრულად მოიცავს იმ ტარიფს, რაც მოიხმარეს.

მესამე ფაქტორი კი შესაძლოა იყოს ორი ქვითრის საკითხი: ყველაზე ნაკლებია ასეთი შემთხვევა, თუმცა შესაძლოა ფიქსირდებოდეს ანუ დეკემბერში მოქალაქეებს მიუვიდათ ორი ქვითარი, მათგან ერთის გადახდის თარიღმა გადაიწია იანვრის ბოლომდე. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მეორე ქვითრით დარიცხული დავალიანება არ აქვთ გადახდილი, იანვარში გადასახადი აესახათ სრულად ანუ დეკემბრის გადასახადის ნაწილს + იანვრის გადასახადი“, - განმარტავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები