მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის I კვარტალში ელევატორების დატვირთვა შემცირდა, რაოდენობა კი მცირედ გაიზარდა

6464940cbfccd
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.23 20:35
759
2023 წლის I კვარტალში ქვეყანაში ელევატორების დატვირთვა შემცირდა. შემცირებულია ასევე ელევატორების მეირ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და ღირებულება. 

საქსტატის სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, საქართველოში 37 ელევატორი ფუნქციონირებდა, რაც გასულ წელთან შედარებით 2 ელევატორით მეტია. ელევატორების უმრავლესობა ქვემო ქართლის (27.0%) რეგიონში იყო განთავსებული.

ამ პერიოდის განმავლობაში ელევატორების 24.3% თბილისში ფუნქციონირებდა, 13.5% - იმერეთის რეგიონში, 10.8% - კახეთის რეგიონში, 8.1% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 5.4% - შიდა ქართლის რეგიონში, 5.4% - გურიის რეგიონში, 2.7% - აჭარის ა.რ.-ში და 2.7% - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

2023 წლის I კვარტალში ელევატორები 15 მომხმარებელს მოემსახურნენ, გასულ წელს კი მომხმარებელთა რაოდენობა მხოლოდ 5 იყო, თუმცა წელს მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეისყიდეს პროდუქცია, 88 ერთეული შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. შემცირდა ასევე ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობაც, რომელიც 478 კაცით განისაზღვრა. შედარებისთვის, გასულ წელს ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოდ თვიურად 874 ადამიანი საქმდებოდა.

კლება ფიქსირდება ასევე ელევატორებში შენახული (განთავსებული) პროდუქციის ნაწილშიც, თუ გასულ წლის პირველ კვარტალში ელევატორები 112.5 ათას ტონას ინახავდნენ, წელს ეს რაოდენობა 84.8 ათასი ტონა პროდუქცია შეადგინა, საიდანაც 46.1% ხორბალი იყო.

საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 82.6%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია წარმოადგენდა.

შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის I კვარტალში, ელევატორებმა 45.2 მლნ ლარის ღირებულების 35.7 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდეს, საიდანაც 58% საკუთარი წარმოების იყო. ამ შემთხვევაში რეალიზებული პროდუქტის ღირებულება 44.8%-ითაა შემცირებული, მოცულობები კი 56%-ით.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 83.5% მოდიოდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში 54.6%, თებერვალში - 52.3%, ხოლო მარტში - 51.9% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები