მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს ელევატორებში დასაქმების საშუალო მაჩვენებელი შემცირდა - როგორი იყო დატვირთვა?

648adf2ebe034
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.23 22:30
491
საქტატის მიერ გამოქვეყნებული სასაკლაოების, სამაცივრე მეურნეობებისა და ელევატორების გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 41 ელევატორი ფუნქციონირებდა, რაც 2 ელევატორით მეტია 2021 წლის რაოდენობასთან შედარებით.

ელევატორების უმრავლესობა ქვემო ქართლის (31.7%), კახეთის (14.6%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (14.6%) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 12.2% იმერეთში ფუნქციონირებდა, 9.8% ქ. თბილისში, 9.8% შიდა ქართლში, 4.9% - გურიაში და 2.4% - აჭარაში.

ამასთან, გასული წლის განმავლობაში მომსახურება სულ 11 მომხმარებელს გაეწია, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ კი რომელთაგანაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით პროდუქცია იყო შეძენილი 232 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 861 კაცით განისაზღვრა, მაშინ როდესაც 2021 წელს საშუალო თვიური დასაქმება 1 033 კაცი იყო.

2022 წლის განმავლობაში ელევატორებში 477.7 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა, რომლის 68.9%-ს ხორბალი, 15.2%-ს - სოიოს შროტი 9.9%-ს - სიმინდი, 2.3%-ს - ხორბლის ფქვილი წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

ამასთან, ელევატორებიდან 292.4 მლნ ლარის ღირებულების 306.6 ათასი ტონა პროდუქცია გაიყიდა, საიდანაც 50.1% ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების იყო. ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 4.4 მლნ ლარი შეადგინა.

2022 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი, კერძოდ 69.1% სოიოს შროტზე მოდიოდა. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში კი როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ხორბლის ფქვილი (ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 85.2%) და ქატო (9.8%) ჭარბობდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა დღეების მიხედვით შემდეგნაირი იყო: იანვარში 55.4%-ს, თებერვალში - 51.1%-ს, მარტში - 48%, აპრილში - 46.2%, მაისში - 47.4%, ივნისში - 51.5%, ივლისში - 47.3%, აგვისტოში - 46.6%, სექტემბერში - 47.2%, ოქტომბერში - 48.7%, ნოემბერში - 47.3%, ხოლო დეკემბერში - 47.4%.

ელევატორების 36.6% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 51.2% - ნაწილობრივ, ხოლო 12.2% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

შედეგების მიხედვით, სესხით ელევატორების 41.5% სარგებლობს. აქედან 47.1%-ს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 52.9%-ს - საბრუნავი კაპიტალისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები