მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელევატორებში IV კვარტალში 108.4 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა, რომლის 70.5% ხორბალი იყო

63ee57704ead0
ალა ისპირიანი
16.02.23 21:27
700
მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში მოქმედ ელევატორებში სულ 108.4 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა, რომლის 70.5% ხორბალი იყო.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების 2022 წლის მეოთხე კვარტალის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (25.6%) რეგიონში იყო განთავსებული.

ელევატორების 23.1% ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 12.8% - იმერეთის რეგიონში, 10.3% - კახეთის რეგიონში, 10.3% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 10.3% - შიდა ქართლის რეგიონში, 5.1% - გურიის რეგიონში და 2.6% - აჭარის რეგიონში.

ამ ხნის განმავლობაში მომსახურება 10 მომხმარებელს გაეწია. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 113 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 552 კაცით განისაზღვრა.

2022 წლის IV კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 55.8 მლნ. ლარის ღირებულების 43.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 65.0% საკუთარი წარმოების იყო.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 88.5% მოდიოდა. 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა(პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 48.5%-ს, ნოემბერში - 47.7%-ს, ხოლო დეკემბერში - 48.9%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები