მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20:00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია ჩაინიშნა

63f4c53a05c63
გიგა ბენია
21.02.23 17:23
769
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. მინსკში გამართულ შეხვედრაზე, ლუკაშენკომ აფხაზეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

ბელარუსში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ არ გამოხმაურებია. ფაქტზე BMG საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დილით დაუკავშირდა, საიდანაც ოფიციალურ განცხადებას ამ დრომდე ველით. 

"სამინისტროსგან რეაგირებას ვითხოვთ" - ამ მიზეზით დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დაანონსდა. სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს უწყებასთან 20:00 საათზე ელოდებიან. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს, ბელარუსის საელჩო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. 8 საათზე მეგობრებთან ერთად მივდივარ სამინისტროსთან, რათა ფაქტზე სწრაფი რეაგირება მოვითხოვოთ. საქართველომ ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ლაშა ჯანჯღავამ BMG-თან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები