მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელთან შედარებით "გუდვილის" შემოსავლები 25%-ით გაიზარდა

61be064710207
ლიკა გურაბანიძე
19.12.21 22:00
989
“გუდვილში” 2021 წელს გაყიდვების მაჩვენებლით 2019 წელს დაუბრუნდნენ, ხოლო 2020 წელთან შედარებით კომპანიის შემოსავლები წელს 25%-ით გაიზარდა.

„გუდვილის“ გენერალური დირექტორის გიორგი ხაბაშვილის თქმით, ერთ-ერთი მსხვილი ქსელური მარკეტი ონლაინ გაყიდვების აპლიკაციების მეშვეობით დღეს დიდი რაოდენობით პროდუქციას ყიდის, რაც საჭირო დროს დაეხმარათ, მისი განვითარება სამომავლოდაც იგეგმება.

“იმისთვის, რომ ის მოგების მაჩვენებელი გვქონდეს, რაც ჩვენ გვინდა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. თუმცა, ჩვენ 2020 წელი ზარალით არ დაგვიხურავს და 2021 წელსაც პოზიტიური რიცხობრივი მაჩვენებლები გვექნება.

2021 წელს კომპანიაში ბევრი რამ გაკეთდა ისეთი, რომლითაც 2022 წელს შემოსავალიც და მოგებიანობაც წლევანდელზე მეტი გვქონდეს. მაგალითად, ახალი სუპერმარკეტების ქსელები “გუდვილ გურმეს” სახელით გავხსენით, რაც 2022 წელსაც გაიხსნება და ეს კომპანიისთვის დამატებითი შემოსავალია.

რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, მასზე წლის დახურვის შემდგომ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ.” - აღნიშნა გიორგი ხაბაშვილმა.

ცნობისთვის, “გუდვილი” ბაზარზე 2004 წელს შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები