მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება კიდევ გაიზარდა

636caabfccfe7
მარიამ ვარადაშვილი
10.11.22 11:46
786
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა.

როგორც bm.ge-ს მიერ ესკოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მოცემულ პერიოდში რეგიონმა 2 274 223 247.9 კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა; გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 179 719 912.6 კვტ/სთ იყო. შესაბამისად, ზრდა 4.34%-ია [94 503 335.3 კვტსთ].

აღსანიშნია, რომ 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა ყველგან, გარდა აფხაზეთისა.

პანდემიის პერიოდში რეგიონში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა. მოხმარებული ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს რეგიონი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს უსასყიდლოდ იღებს.

ცნობისთვის: 1990-იანი წლების შემდგომ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის შემდგარი პირობითი შეთანხმების თანახმად, საქართველოს უმსხვილესი ელექტროსადგურის - ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის განაწილება 40%-60%-ზე უნდა ყოფილიყო. აღნიშნული განაწილების მიზეზს წარმოადგენდა ფაქტი, რომ ენგურჰესის მართვის პულტი და აგრეგატები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა დარჩა. შესაბამისად, აფხაზური მხარე აღნიშნულ ელექტროენერგიას საქართველოსგან უსასყიდლოდ იღებს. ელექტროენერგიის წარმოების 40%-60%-ზე განაწილების შეთანხმების მიუხედავად, ფაქტობრივად, ოკუპირებული აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გაცილებით უფრო დიდ ნაწილს მოიხმარს. პარალელურად, წლიდან წლამდე მზარდია რეგიონის ელექტრომოხმარებაც, რაც ადგილზე კრიპტოვალუტების უკონტროლო მაინინგს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები