მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დედაქალაქში ავტომფლობელთა 97% ავტომობილს კვირაში 5 დღე იყენებს“ - კალაძე

642d3cea13be8
სალომე ხიდურელი
05.04.23 13:00
374
„2016 წელს დედაქალში გადაადგილდებოდა 300 000-მდე ავტომობილი. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 580 000-დან 600 000-მდეა“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კერძო ავტომობილებით გადაადგილების მზარდი მაჩვენებლის თავიდან ასარიდებლად თბილისის მერია სატრანსპორტო რეფორმას ატარებს.

„ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70%-ს და კვირაში ხუთი დღე ან მეტი, ავტომობილით გადაადგილდება 12%. დედაქალაქში ავტომობილს ფლობს, დაახლოებით, 45% და კვირაში ხუთი დღე ავტომობილს გამოიყენებს მფლობელების 97%.

ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება. მესმის, რომ ის არაპოპულარულია, მაგრამ საუბარია ამ ქალაქის მომავალზე. წლების წინ რომ დაეწყოთ აღნიშნული რეფორმის განხორციელება, დღეს თბილისში სხვა რეალობა გვექნებოდა. არ ვუშინდებით აღნიშნულ გამოწვევებს, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები