მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპერიმენტი - ხუთდღიანი უფასო არდადეგები ალპებში სოციალური ქსელების გარეშე

5d83ce41a05da
მიხეილ ხაჩიძე
21.09.19 12:10
1199

დოლომიტის ალპების ხუთდღიან უფასო არდადეგებზე 19.000 ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა იტალიურ მარმოლადაში ექსპერიმენტზე მხოლოდ 10 მათგანი შეარჩიეს.


როგორც იტალიური პრესა იუწყება, შერჩეულ კანდიდატებს Onorio Falier-ის ხის ქოხში დაასვენებენ; პაკეტი სრულ მომსახურებას ითვალისწინებს. მხოლოდ ერთადერთი მთავარი ნიუანსი რაც მოგზაურებს ევალებათ, არის ის, რომ მათ ხუთი დღის განმავლობაში ყველა სახის ტექნიკაზე უარი უნდა თქვან.




ექსპერიმენტს ფსიქოლოგები დააკვირდებიან. მათ უნდა გაარკვიონ, თუ როგორ მოქმედებს დასვენება ადამიანებსა და მათ ჯანმრთელობაზე ტექნოლოგიისა და სოციალური ქსელების გარეშე. პროექტში მონაწილეობის სურვილი მსოფლიოს მასშტაბით 19,000-მა ადამიანმა გამოთქვა; მათ შორის 4000 არაევროპული სახელმწიფოებიდან დარეგისტრირდა. 



აღსანიშნავია, რომ დასვენების პარალელურად კანდიდატები აგორდოს რეგიონში ადგილობრივებსაც დაეხმარებიან. ექსპერიმენტის ორგანიზატორები მათ ჰპირდებიან, რომ ბუნებასთან ახლოს იქნებიან და ხუთ დაუვიწყარ დღეს გაატარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები