"თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად მუშაობს, რათა TANAP-ის სიმძლავრე 32 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის სიმძლავრის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. ლიბიასთან ნახშირწყალბადების შეთანხმებამ თანამშრომლობის ახალი არეალი შექმნა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში ამ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში“, - განაცხადა ერდოღანმა.
ტრანსანატოლიური მილსადენი TANAP-ი სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაგრძელებაა. მისი სიმძლავრე 16 მლრდ კუბური მეტრია.