საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი 1.5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 93 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 89 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
შედარებისთვის, ჯერ კიდევ გუშინ ბრენტის ფასი 95 დოლარს აჭარბებდა და ის ერთწლიან მაქსიმუმს აღწევდა.
დღევანდელ სავაჭრო სესიაზე შემცირებულია ბუნებრივი აირის ღირებულებაც. აშშ-ში გაზის ფასი 3.5%-ით დაეცა, ევროკავშირის მასშტაბით კი კორექციის მაჩვენებელი 1%-ს აღწევს. საერთო ჯამში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზის ფასი ბირჟაზე 80%-ითაა შემცირებული.