ევროკავშირის მასშტაბით უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის საშუალო უმუშევრობის დონემ 5.9% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით. ევროსტატის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ევროკავშირში 12 მილიონ 800 ათასი მოქალაქეა ამჟამად უმუშევარი.
რაც შეეხება ევროზონას, ამ შემთხვევაში უმუშევრობის დონე 6.4%-იან ნიშნულზეა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. საერთო ჯამში, ევროზონის მასშტაბით უმუშევარია 10 მილიონ 814 ათასი მოქალაქე.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის მასშტაბით საშუალოდ 400,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც რეცესიული რისკების ფონზე, საკმაოდ პოზიტიურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.