მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-ის მილიარდერთა სიას მომღერალი კანიე უესტი დაემატა

5ea6a8ad558bc
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.20 22:18
1926
ჟურნალმა Forbes-მა, რეპ-მუსიკოსი კანიე უესტი მილიარდერად აღიარა. გამოცემამ მისი ქონება 1,3 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. Forbes წერს, რომ გასულ წელს უესტი აღშფოთებული იყო, რომ ჟურნალმა უარი თქვა მის მილიარდერად აღიარებაზე, ხოლო პლანეტის უმდიდრესი ადამიანების განახლებულ სიაში არ შეყვანამ რეპერი კიდევ უფრო აღაშფოთა, რის შემდეგაც იგი დათანხმდა, რომ გაეხსნა საკუთარი ფინანსური ანგარიშგება.

გამოცემის ცნობით, მუსიკოსი ამტკიცებს, რომ მისი ქონება 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს, თუმცა Forbes-ის თანახმად, უესტის ქონება ოდნავ აღემატება 1 მილიარდ აშშ დოლარს.

უესტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, 23 აპრილის მდგომარეობით, მას საბანკო ანგარიშებზე 17 მილიონი დოლარი ჰქონდა, ხოლო საფონდო ბაზარზე კიდევ 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. მუსიკოსი ასევე ფლობს სხვადასხვა უძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაა 81 მილიონი აშშ დოლარი და მიწის ნაკვეთს, რომელიც 21 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გარდა ამისა, კანიე ფლობს ფეხსაცმელების საკუთარ ბრენდ Yeezy-ის, რომელიც გასულ წელს საკმაო პოპულაურობით სარგებლობდა და კომპანიის გაყიდვებმა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

უესტის პორტფელი ასევე მოიცავს რამდენიმე მანქანას, რომელთა ღირებულება ჯამში 3.84 მილიონი აშშ დოლარს უტოლდება. მისი ოჯახის შინაური ცხოველები, აგრეთვე მისი ცხენები ვაიომინგში, რეპერს 297 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა.

აღსანიშნავია, რომ რეპერის მუსიკალური ლეიბლის GOOD Music და საავტორო უფლებების ღირებულება მინიმუმ 90 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები