სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოს“ შეამოწმებს, - გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ შემოწმება მომდევნო კვირაში დაიწყება და დაახლოებით ერთი თვე გასტანს. სხდომაზე შემმოწმებელი კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა. საკითხს მონიტორინგს ენერგოომბუდსმენის აპარატიც გაუწევს.
სხდომაზე განიმარტა, რომ შემოწმება განპირობებულია მომხმარებელთა დიდი ნაწილის სემეკ-ისთვის მიმართვით, სადაც აბონენტები დარიცხულ მაღალ გადასახადებზე მიუთითებენ.
პირველადი მონაცემებით, რომელიც სემეკს კომპანიებმა მიაწოდეს, გარკვეული ტიპის დარღვევები 700-მდე შემთხვევაში დაფიქსირდა, რომელიც უკვე აღმოფხვრილია. დამატებით არსებობს თუ არა დარღვევები, ამას სემეკი კომპანიების შემოწმების შემდეგ გამოიკვლევს.
შეგახსენებთ, რომ "თელასი" მრიცხეველების აღრიცხვიანობას აწარმოებს, ინფორმაცია მიეწოდება "თელმიკოს", ხოლო ის თავის მხრივ აწარმოებს გადასახადის აკრეფას.
რატომ დაგერიცხათ დენის "არაადეკვატური გადასახადი"? - "თელმიკო“ მიზეზს ასახელებს