მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა

63ce734e5212d
გიორგი თოლორდავა
23.01.23 16:10
525
ირანისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EEU) წარმომადგენლებმა თეირანში გამართულ შეხვედრაზე ოფიციალურად მოაწერეს ხელის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მხარეებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესებას და სავაჭრო ბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირი მოსკოვში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და სომხეთს აერთიანებს.

EEU-ს ძირითადი დანიშნულება წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა და ეკონომიკური ბარიერების შემცირებაა. თავისი არსით ორგანიზაცია ევროკავშირის აზიური ანალოგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები