პროექტი მოიცავს სარკინიგზო, სახმელეთო და საზღვაო გზას, რომელიც ინდოეთს, ირანს, აზერბაიჯანსა და რუსეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს 162-კილომეტრიანი სარკინიგზო გზა, რომელმაც ტრანზიტული ტვირთის გატარება უნდა უზრუნველყოს.
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი კონკურენციას სუეცის არხს გაუწევს და მომავალში ის რეგიონის მთავარ სატრანსპორტო არტერიად იქცევა.
ებრაჰიმ რაისის შეფასებით, რუსეთსა და ირანს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ფრიად მისასალმებელი მოვლენაა.
