IMF-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ფრანგმა კრისტინ ლაგარდმა ECB- ის პრეზიდენტად თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. იურისტმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ყოფილმა ხელმძღვანელმა მარიო დრაგი შეცვალა, რომელსაც რვაწლიანი ვადა 31 ოქტომბერს ამოეწურა
ლაგარდი პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას დღეიდან 1-ლი ნოემბრიდან შეუდგა. 63 წლის ახალ შეფს ECB თემების სპექტრის გაფართოება სურს. ლაგარდი აცხადებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი კლიმატის ცვლილებებსა და ქალების წახალისების თემებშიც აქტიურად ჩაერთვება.
აღსანიშნავია, რომ კრისტინ ლაგარდი მეორე ფრანგია, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნა. ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი პრეზიდენტი 1998-დან 2003 წლამდე ჰოლანდიელი ვიმ დუისებერგი იყო, შემდეგ კი, ის ფრანგმა ჟან-კლოდ ტრიშეტიმ შეცვალა. კრისტინ ლაგარდი პირველი ქალია, რომელიც ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა.