მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეგადორსი“ საწარმოს გაფართოებას წლის ბოლოს დაასრულებს - ინვესტიცია ₾6.5 მილიონია

6298c918e95bd
თელარა გელანტია
03.06.22 09:45
890
კარების და კომბინირებული ავეჯის მწარმოებელი „მეგადორსი“ გაფართოების პროცესშია. როგორც bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა რაულ გაბაიძემ განუცხადა, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6.5 მლნ ლარია.

აღსანიშნია, რომ "მეგადორსი“ ბაზარზე 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 3 მლნ ლარამდე ინვესტიციით შეიქმნა. მაშინ კომპანიას ქონების ეროვნული სააგენტოსგან თბილისში 5 184 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა. 2020 წელს კომპანიამ წარმოების გაფართოება გადაწყვიტა და ამ მიზნით, ისევ „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი კომპონენტით 4.8 მლნ ლარამდე სესხი აიღო და ჯამში, 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია უნდა ჩადოს.

მეწარმემ თანხის ნაწილი წარმოებისთვის საჭირო დანადგარების შესაძენად გამოიყენა, მეორე ნაწილით კი საწარმოს აფართოებს და შოურუმს აწყობს.

„გაფართოების შედეგად, პირველ სართულზე იქნება კომბინირებული ავეჯის საწარმო, მეორე სართულზე კი, დაახლოებით, 500 კვ/მ ფართობზე შოურუმს მოვაწყობთ, სადაც პროდუქციას გამოვფენთ და მომხმარებელს ამით მეტ კომფორტს შევუქმნით არჩევანის გაკეთებისას. ვფიქრობთ, საწარმოს გაფართოებას წლის ბოლოსთვის დავასრულებთ“, - ამბობს მეწარმე „რედაქტ2“-თან ინტერვიუში.



დღეს, ქართულ ბაზარზე „მეგადორსის“ წარმოებული კარების ფასი 580 ლარიდან იწყება და 2000 ლარამდე ადის. საწარმო ყოველთვიურად 500-დან 1000 ერთეულ კარს აწარმოებს.

ამჟამად „მეგადორსის“ საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული. ყოველთვიური ანაზღაურება 1500-1800 ლარის ფარგლებშია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები