აღნიშნულ ფაქტს Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი იმით ხსნის, რომ რუსეთის შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა ტურისტებთან ერთად მიგრანტებიდან შემოსული თანხები დაიანგარიშა, რაც რუსეთის ფედერაციას სიის თავში აყენებს.
რაც შეეხება ბელარუსს, მისი თქმით, მათ სამოგზაურო ქვეყნების დიდი არჩევანი არ აქვთ.
„ვერ ვიტყოდი, რომ ბელარუსი დაბალ მხარჯველი სეგმენტია, შეიძლება მათგან საშუალო შემოსავლის ან უფრო მაღალი შემოსავლის ტურისტები სამოგზაუროდ ამ ეტაპზე საქართველოში დადიოდნენ, რადგან დიდი არჩევანი მათ არა აქვთ. ტურიზმიდან შემოსავლები, რასაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს, შედის შემოსავლები ტურისტებისგან და პლუს მიგრანტებისგან დაგენერირებული, რაც ასე მაღალს ხდის ამ რიცხვს. კერძოდ, მიგრანტების და ტურისტების დანახარჯებს მხოლოდ ტურისტებზე ვყოფთ და ამიტომაა ამხელა რიცხვი", - განაცხადა მან.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ტურიზმის განვითარებას რუსეთზე დამოკიდებულებამ, სამყურაშვილმა თქვა, რომ აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაცია.
"ჩვენი შეფასებით, პანდემიამდე და ალბათ უფრო ფრენების ჩაკეტვამდე დაახლოებით 22-დან 25%-მდე მერყეობდა რუსეთის წილი ჯამურ შემოსავლებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი ბაზარი იზრდება, მაგალითად ისრაელი, ყაზახეთი და ა.შ მაინც რუსეთის ბაზარზე დადებით ტენდენციას შემცირების მიმართულებით ვერ ვხედავ. გარდა იმისა, რომ ბაზრების დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, რუსეთზე დამოკიდებულება, რომ ცუდია ეს მოცემულობაც გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს არის სახელმწიფოს მხრიდან ავიაკომპანიებთან მაქსიმალური ჩართულობა.
ამის გარდა თვითონ ტურისტულმა ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ სხვა ტურისტულ ორგანიზაციებთან, რომ ტურისტები მოიზიდონ. მნიშვნელოვანია ავიაკომპანიებთან მოლაპარაკება, რადგან ბევრ შემთხვევაში, იმისთვის რომ რაღაც ახალი მიმართულება გაიხსნას სახელმწიფოს დონეზეა აუცილებელი ჩართულობა", - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.