მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ღირს მედიკამენტები თურქეთში შედარებით იაფი? - ნიკა გამყრელიძის განმარტება

61e6ff3bea0c1
BM.GE
18.01.22 23:19
3524
რატომ ღირს მედიკამენტები თურქეთში შედარებით იაფი? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემა Forbes Health-ში საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გამყრელიძემ ისაუბრა. მან ის ძირითადი ოთხი მიზეზი დაასახელა, რის გამოც საქართველოსთან შედარებით თურქეთში გაცილებით იაფი მედიკამენტებით სარგებლობენ.

"პირველი მიზეზი ისაა, რომ თურქეთი ინდუსტრიული ქვეყანაა და თავისი მძლავრი წარმოება აქვს. მეორე - თურქეთი საქართველოზე 30-ჯერ დიდი ქვეყანაა მოსახლეობით, შესაბამისად მულტინაციონალურ მწარმოებლებს თურქეთის ბაზრის მიმართ გაცილებით დიდი ინტერესი აქვთ, რომ უკეთესი პირობებით მიაწოდონ, ვიდრე პატარა საქართველოს.

მესამე - თურქეთის რეგულატორმა ბევრი წლის წინ ფასი დააფიქსირებინა დიდ მომწოდებლებს, რაც მომხმარებელს სავალუტო რისკებს აცილებს.

და მეოთხე - თურქეთში სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ქვეშ თავის მოსახლეობას ხარჯებს უნაზღაურებს.

ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ თურქეთში მედიკამენტები გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში", - განმარტავს ნიკა გამყრელიძე.

ცნობისთვის, საქართველოში 17 იანვრიდან თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვებული ხდება. კერძოდ, პრემიერმა მოაწერა ხელი დადგენილებას, რომლის თანახმად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზე არის აკრედიტებული, მათ შორის უშუალოდ როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული. მთავრობის მოლოდინით, თურქეთის ბაზრის გახსნა, საქართველოში მედიკამენტებს გააიაფებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები