მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია ინფლაციის დონე ყველაზე მაღალი? - გლობალური რეიტინგი

63909e9847f14
გიორგი თოლორდავა
07.12.22 18:44
1145
კოვიდპანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასები მკვეთრად იზრდება. ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით იმატებს დასავლურ სახელმწიფოებში, სადაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ალტერნატიული მიმწოდებლები კი რთულად მოსაძებნი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მასშტაბით არაერთ სახელმწიფოში წელს ინფლაციის რეკორდული დონე დაფიქსირდა, გლობალურ რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მაინც ეკონომიკურად განუვითარებელ სახელმწიფოებში ფიქსირდება.

Visual Capitalist-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი წლიური ინფლაციის დონე ზიმბაბვეში ფიქსირდება, სადაც სამომხმარებლო ფასები 269%-ითაა გაზრდილი.

არასახარბიელო შედეგების მქონე ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზე ლიბანია, სადაც ინფლაცია 162%-ს აღწევს; 156%-იანი წლიური ინფლაციით კი მესამე ადგილს ვენესუელა იკავებს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ინფლაციის დონე თურქეთში ფიქსირდება, სადაც სამომხმარებლო ფასების ზრდის წლიური მაჩვენებელი 85%-ს აღწევს. აზერბაიჯანში ინფლაცია 13.7%-იან ნიშნულზეა; რუსეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე კი 12.6%-ს შეადგენს; ხოლო სომხეთში ინფლაცია 8.8%-ია. შედარებისთვის, საქართველოში ინფლაცია ამჟამად 10.4%-იან ნიშნულზეა.

ყველაზე მაღალი წლიური ინფლაციის დონე ქვეყნების მიხედვით:

1. ზიმბაბვე - 269%
2. ლიბანი - 162%
3. ვენესუელა - 156%
4. სირია - 139%
5. სუდანი - 103%
6. არგენტინა - 88%
7. თურქეთი - 85%
8. შრი-ლანკა - 66%
9. ირანი - 52%
10. სურინამი - 41%
11. განა - 40%
12. კუბა - 37%
13. ლაოსი - 36%
14. მოლდოვა - 34%
15. ეთიოპია - 32%
16. რუანდა - 31%
17. ჰაიტი - 30%
18. სიერა-ლეონე - 29%
19. პაკისტანი - 26%
20. უკრაინა - 26%
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები