მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა უწყებამ გასცა ყველაზე მეტი პრემია-დანამატი?- სია

5f21803e632c9
ელენე გოგბერაშვილი
29.07.20 18:16
2301

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანამდებობის პირთა სახელფასო დანამატებსა და პრემიებზე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი იხარჯება. აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროვებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს მთავრობამ ბიუჯეტიდან პრემიებზე 35,9 მილიონი ლარი დახარჯა, რაც 2018 წელთან შედარებით 3,6 მილიონი ლარით მეტია.



რაც შეეხება სახელფასო დანამატს, გასულ წელს ბიუჯეტიდან 234,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 32 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია 2018 წელთან შედარებით. ჯამურად კი გასულ წელს ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებზე 270.4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს მაჩვენებელი 2018 წელს 234.4 მილიონი ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36 მილიონი ლარით მეტი საბიუჯეტო რესურსი მიემართა თანამდებობის პირთა პრემია-დანამატებზე.



შრომის ანაზღაურებაში პრემიისა და დანამატის წილის მიხედვით მხარჯავი დაწესებულებებიდან პირველ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროა. აღნიშნული უწყების თანამშრომელთა პრემიაზე გასულ წელს 7,8 მილიონი ლარი, დანამატზე კი 86,8 მილიონი ლარი დაიხარჯა.


შსს-ს შემდეგ ყველაზე მეტი საბიუჯეტო რესურსი იუსტიციის, განათლების, სოფლის მეურნების და ფინანსთა სამინისტროს თანამსრომელთა პრემიებზე დაიხარჯა. დანამატების გაცემის მიხედვით კი სახელმწიფო უწყებებიდან შსს-ს შემდეგ მოწინავე პოზიციებზეა თავდაცვის სამინისტრო, რომლის თანამშრომლებმა დანამატი სახით ჯამში 11,4 მილიონი ლარი მიიღეს.

 

მხარჯავი დაწესებულებები პრემია-დანამატის წილის მიხედვით:

შინაგან საქმეთა სამინისტრო: პრემია - 7,9 მლნ ლარი, დანამატი - 86,9 მლნ ლარი
ფინანსთა სამინისტრო: პრემია - 1,7 მლნ ლარი, დანამატი - 3,5 მლნ ლარი
ეკონომიკის სამინისტრო: პრემია 804 155 ლარი, დანამატი - 442 922 ლარი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: პრემია - 720 465 ლარი, დანამატი - 97 663 ლარი
იუსტიციის სამინისტრო: პრემია - 4,1 მლნ ლარი, დანამატი - 965 932 ლარი
ჯანდაცვის სამინისტრო: პრემია - 952 596 ლარი, დანამატი - 5,3 მლნ ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო: პრემია - 695 522 ლარი, დანამატი - 86 971 ლარი
თავდაცვის სამინისტრო: პრემია 1,1 მლნ ლარი, დანამატი - 11,4 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: პრემია 2,2 მლნ ლარი, დანამატი - 802 526 ლარი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: პრემია 3,4 მლნ ლარი, დანამატი - 1,6 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები