მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქე, რომელსაც არადეკლარირებული $47 100 და 5 400 რუბლი აღმოაჩნდა, დააჯარიმეს

635686f152ba6
BM.GE
24.10.22 16:39
911
საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.ა.-ს როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - 47100 აშშ დოლარი და 5400 რუსული რუბლი გამოავლინეს.

ამის შესახებ შემოსავლების სამსახური იტყობინება.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 130364,63 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, (თანხის 10%-ის ოდენობა) 13036,46 ლარით დაჯარიმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები