მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსფ-ის პროგრამაში ასახული ყველა კომპონენტის შესრულებაზე ვალდებულებას საქართველოს მთავრობა იღებს - ფინანსთა მინისტრი

6247360c0b447
BM.GE
01.04.22 21:28
653
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაში ასახული რეფორმები საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს წარმოადგენს, რომელსაც იზიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამაში ასახული რეფორმების ჩამონათვალი მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

„როდესაც ვსაუბრობთ რეფორმების დღის წესრიგზე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი, რომელიც ასახულია სსფ-ის პროგრამაში, მომზადებულია საქართველოში და მის შესრულებაზე ვალდებულებას იღებს საქართველოს მთავრობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაზიარებულია ის რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ასე იყო წინა ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში და ასეა ახალ პროგრამაშიც. შესაბამისად, არანაირი აზრთა სხვადასხვაობა ამ რეფორმების დღის წესრიგზე არ არსებობს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ასევე ისაუბრა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ როგორც საბიუჯეტო დეფიციტის, ისე ვალის მიმართულებით არსებობს ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული ნიშნული, რომლის მისაღწევად ქვეყანა შესაბამის ნაბიჯებს დგამს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები