მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ბინების გაყიდვები 2.2%-ით შემცირდა

5ee8d872a5a0d
ნათია თაქთაქიშვილი
16.06.20 20:40
1380
ბოლო ხუთი თვის მონაცემებით, თურქეთში ბინების გაყიდვები 2.2%-ით შემცირდა (ანუ 9,684 ბინით) და 434,757 ბინა გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 139,140 ახალი აშენებული ბინა გაიყიდა, დანარჩენი კი მეორადი ბინები იყო.

ბინების გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქ სტამბოლს უჭირავს და მისი წილი 11.2%-ია ანუ 48,752 ბინა.

რაც შეეხება ანკარს და იზმირს, ბინების გაყიდვების სტატისტიკა ასე გამოიყურება: ანკარა - 5.9% (25,613 ბინა), იზმირი - 3.6% (15,866 ბინა).

იპოთეკური სესხით შეძენილი ბინების წილმა 37.9%-ი შეადგინა ანუ 164,870 ბინა. აღსანიშნავია, რომ ბინის გაყიდვები მხოლოდ მაისის თვეში 44.6%-ით იყო შემცირებული.

რაც შეეხება უცხოელი მოქალაქეების მიერ ბინების შეძენას, იანვარი-მაისის პერიოდში 12,734 ბინა იქნა შეძენილი ანუ 17,452 ბინით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უცხოელებმა ყველაზე მეტი ბინა სტამბოლში შეიძინეს, ხოლო უძრავი ქონების ტოპ შემსყიდველები ირანის მოქალაქეები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები