მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში კიდევ ერთი - 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

63fcacb04ab14
სალომე ხიდურელი
27.02.23 17:10
1459
თურქეთში კიდევ ერთი - 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მალათიაში იყო.

თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:04 საათზე მოხდა.

დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 69-ს აღწევს. ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ორი 7.7 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, დაღუპულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 50 000-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები