მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 48 ათასს მიაღწია

640ef9b0eae79
მარიამ ვარადაშვილი
13.03.23 14:56
900
თურქეთში 48 ათასამდე გაიზარდა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა. ქვეყნის გადაუდებელი დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულია 47 975 პირი.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთს 34.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ზარალი მიადგა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 4%-ს შეადგენს. ამ თანხიდან ნახევარზე მეტი [დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი] საცხოვრებელ სახლებზე მოდის, შემდეგ არის საჯარო ინფრასტრუქტურა [სკოლები, საავადმყოფოები და სხვა], სადაც ზარალის ოდენობა თითქმის 10 მილიარდ დოლარს აღწევს.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ბანკი ასევე მიუთითებს, რომ დანგრეული შენობების აღდგენის ხარჯები გაცილებით დიდი იქნება, ასევე უფრო დიდია ზარალის მშპ-სთან თანაფარდობაც, რადგან მიწისძვრებმა ქვეყნის ეკონომიკის შეფერხებაც გამოიწვია, რაც ამ გათვლებში ასახული არ არის. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 230 ათასი შენობაა დანგრეული ან/და მძიმედ დაზიანებული. მიწისძვრა და საპასუხო ზომები თურქეთის პოლიტიკის მთავარ თემად იქცა, მეტიც, ღიად დაიწყო კრიტიკა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თავდაპირველად გატარებული ზომების მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები