მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი 25%-ით გაიზარდა - “ეფეს საქართველო”

6490b0ae12ce4
ალა ისპირიანი
20.06.23 00:15
768
“ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, არაალკოჰოლური სასმელების ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 25%-ით გაეზარდათ.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვთ.

„მოლოდინია, რომ წლის ბოლოს მთელი ინდუსტრიის 5%-იან ზრდაზე გავალთ. როგორც წესი ეკონომიკის ზრდას ლუდის ინდუსტრიის ზრდაც მოჰყვება, რადგან ეს პირდაპირ პროპორციულია იგივე განკარგვად შემოსავალთან და ზოგადად ეკონომიკურ განწყობებთან. წელს ლიმონათის მიმართულებით კარგად დავიწყეთ და დღევანდელი მდგომარეობით ექსპორტი წინა წელთან შედარებით 25%-ით არის გაზრდილი.

25 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, აშშ-ში; ბრიტანეთში; პოლონეთში; ბალტიის ქვეყნებში“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება გამოწვევებს, მისი თქმით პრობლემაა წარმოების ორგანიზება და ლოგისტიკა:“თუმცა ეს სასიამოვნო გამოწვევებია, რადგან გაყიდვები ექსპორტის მიმართულებით გვეზრდება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები