მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,ვიტესის'' ირიბი დაფინანსება რომან აბრამოვიჩისგან

6425bb376adf6
ირაკლი მოდებაძე
31.03.23 10:55
301
გამოქვეყნდა მოხსენება, რომელშიც წერია, რომ 2010 წელს ,,ვიტესმა’’ რომან აბრამოვიჩისგან ფეხბურთელების საიჯარო ხელშეკრულებით 117 მილიონი ევრო მიიღო.

გამოცემა The Guardian-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ნიდერლანდური კლუბის დაფინანსებაში რუსმა ოლიგარქმა მონაწილეობა მიიღო. ,,ვიტესს’’ კი იმ პერიოდში ქართველი ყოფილი ფეხბურთელი მერაბ ჟორდანია ხელმძღვანელობდა. ამ ინფორმაციამ აბრამოვიჩის ფაილებიდან გამოჟონა, რომელიც ცხადჰყოფს მის საიდუმლო მხარდაჭერას ოფშორულ ,,საგადასახადო სამოთხესთან’’ რეგისტრირებულ რამდენიმე სუბიექტთან.

გამოცემა იმასაც წერს, რომ იმ პერიოდში ,,ვიტესი’’ აბრამოვიჩთან ურთიერთობის გამო უკვე იყო ნიდერლანდური ფეხბურთის ასოციაციის რადარზე. ჟორდანია ოლიგარქის ახლო მეგობარი იყო და შემდეგ კლუბში მის ნაცვლად რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ ჩიგრინსკი დაინიშნა.

,,ვიტესი’’ ლონდონის ,,ჩელსის’’ პარტნიორი კლუბი გახდა, საიდანაც იჯარის წესით უამრავ ფეხბურთელს იმატებდა. აბრამოვიჩის ოფშორული საქმიანობა იმდენად გაუმჭირვალე იყო, რომ ორჯერ დაემალა ნიდერლანდური ფეხბურთის ასოციაციის გამოძიებას.

ახლა გაირკვა, რომ მისი სავარაუდო ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ ,,ჩელსის’’ არ ხმარდებოდა, არამედ 2010 წელს ,,ვიტესის’’ ხარჯებშიც აისახა. ანგარიში დასძენს, რომ 2014/15 წლებში ნიდერლანდური კლუბის მთლიანი ბრუნვა 14 მილიონი ევრო იყო, რაც ისეთი დონის კლუბისთვის, როგორიც ,,ვიტესია’’, ნამდვილად მნიშვნელოვანი თანხაა.

საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ,,ვიტესს’’ ირიბად აფინანსებდნენ კომპანიები, რომლებიც რომან აბრამოვიჩის მფლობელობაში იმყოფებოდნენ.

უეფას კანონების მიხედვით, კლუბები დამოუკიდებელ საკუთრებაში უნდა იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აბრამოვიჩის ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც ,,ჩელსიში’’ მის მმართველობის პერიოდს უკავშირდება შეიძლება დაჯარიმდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები