მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

”ბიზნესს ფორსმაჟორში ვერ ვამუშავებდით”- რატომ გადავადდა თბილისში მეორეული საბურავების გაყიდვის აკრძალვა?

61f2c8e8c63df
ანუკა ჯოხაძე
29.01.22 22:57
1097

თბილისში მეორეული საბურავების და აალებადი საქონლის გაყიდვის აკრძალვა 2024 წლამდე გადავადდა - ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო.

აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება თავდაპირველად 2021 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა, შემდეგ პანდემიის გათვალისწინებით მისი ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა. 25 იანვრის დადგენილების მიხედვით კი რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. შესაბამისად, 2024 წლამდე ელიავას ტიპის ბაზრობები თბილისის დასახლებულ პუნქტებში ფუნქციორებას ძველებურად გააგრძელებენ.  

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, იმისთვის რომ  ბაზრობები რეგულაციებს მოერგონ, დახურული ტიპის შენობები უნდა ააშენონ, სადაც პროდუქცია განთავსდება, რაც დიდ ხარჯებს მოითხოვს. ჟორჟოლიანის განმარტებით, მსგავსი ტიპის ბაზრობები პანდემიის გამო დაზარალდნენ, რის გამოც მეწარმეებს რეგულაციებზე მოსარგებად კაპიტალური ხარჯების გაწევის რესურსი აღარ აქვთ. 

“მეწარმეებმა რეგულაციებზე მოსარგებად გარკვეული თანხები უნდა დახარჯონ, კაპიტალური დანახარჯი უნდა ჰქონდეთ. საუბარია, მშენებლობაზე და მსგავსი ტიპის მასალების, ისე დასაწყობებასა და შენახვაზე, რომ გარემოს დაბიძნურება არ მოხდეს.

არაჰუმანური იქნებოდა, ჩემი აზრით, როცა კეტავ ბიზნესს, ამის შემდეგ  მას ისეთი კაპიტალური დანახარჯის გაწევა მოსთხოვო, რაც მშენებლობასთან არის დაკავშირებული, ან ამისთვის 1 წელი მისცე. არაგონივრულია, არ შეიძლება ადამიანმა 1 წელიწადში სესხიც აიღოს, ბანკის პრობლემაც მოაგვაროს, ნებართვებიც აიღოს და შემდეგ მშენებლობაც დაასრულოს. ეს ნიშნავს, რომ ფორსმაჟორში უნდა ამუშაო ბიზნესი”, - აცხადებს საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი. 

ცნობისთვის, თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით დასახლებულ და რეკრეაციულ ზონებში ექსპლოატაციიდან გამოსული ავტომობლების ნაწილებით, ჯართით, მარტივად აალებადი ნივთიერებებით, ასევე მეორეული საბურავებითა და სხვა დასახელების პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვას 2019 წლიდან გეგმავს

ასევე, 2019 წლიდან გეგმაშია ელიავას ბაზრობისთვის იაერსახის შეცვლაც, რომლის ტერიტორიის დაგეგმარებაზეც მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები